მთავარი » ძვლის ტვინის გადანერგვა/ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ლეიკემიის, ლიმფომის და მულტიმიელომის მკურნალობაში

ძვლის ტვინის გადანერგვა/ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ლეიკემიის, ლიმფომის და მულტიმიელომის მკურნალობაში

by GlobalCare
0 comment
ჰემატოლოგია. მკურნალობა თურქეთში. [ძვლის ტვინის გადანერგვა], [ღეროვანი უჯრედების გადანერგვა], [ლეიკემია], [ლიმფომა], [მიელომა].Last updated 2021

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (ღეროვანი უჯრედების გადანერგვა) ონკოლოგიური დაავადებებების ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა. ის ხშირად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ლეიკემია, ლიმფომა, მულტიმიელომა და სხვა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არის დაზიანებული ან მკვდარი ძვლის ტვინის უჯრედების ახლით ჩანაცვლება.

[ძვლის ტვინის გადანერგვა], [ღეროვანი უჯრედების გადანერგვა], [ლეიკემია], [ლიმფომა], [მიელომა]. Updated 2021

ჰემატოლოგია

ლეიკემია არის ავთვისებიანი დაავადება ,რომლის დროსაც ძვლის ტვინის მუშაობა ირღვევა, ძვლის ტვინში გროვდება სისხლის უმწიფარი უჯრედები და ანომალური უჯრედების ზრდა ხელს უშლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნაში და ადამიანს ეწყება ჯანმრთელი უჯრედების ნაკლებობა, შესაბამისად დაავადების სიმპტომებიც, ეს შეიძლება გამოიხატოს სისუსტეში, ტემპერატურა, თავბრუსხვევა, უღონობა, უმადობა. გვხვდება ლეიკემიის ორი სახეობა ქრონიკული და მწვავე. ქრონიკული ლეიკემიის დროს პროცესი მიმდინარეობს ნელა, სისხლის უჯრედები ჰგავს მწიფადს სინამდვილეში კი ანომალურები არიან. მწვავე ლეიკემიის დროს დაავადება სწრაფად ვითარდება, უჯრედები ვერ ასწრებენ მომწიფებას და იწყებენ გაყოფას.

სახეშეცვლილი უჯრედების ტიპების მიხედვით ლეიკემია იყოფა ლიმფობლასტურ და მიელოიდურ ტიპებად. მწვავ ელეიკემიას ახასიათებს მიმდანარეობის ორი სტადია: წინალეიკოზური და განვითარებული. ქრონიკული ლეიკემია შეიძლება იყოს კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც და აქვს სამისტადია: საწყისი, განვითარებული და ტერმინალური.

როგორ ხდება ლეიკმიის დიაგნოსტირება: პირველრიგში იღებენ სისხლს, ამ დაავადების დროს უმრავლეს შემთხვევაში ლეიკოციტები მაღალია, ხოლო ტრომბოციტები და ერითროციტები ზღვარს დაბლა ჩამოდის. თუ ანალიზებით ეჭვია ლეიკემიაზე მაშინ ექიმი იღებს ფუნქციას, ძვლისტვინისბიოფსიას, ანუ ნიმუშს ძვლის ტვინიდან და მისი ლაბორატორიული კვლევა დაადასტურებს ან უარყოფს დიაგნოზს. დადასტურების შემთხვევაში ხდება ციტოლოგიური, იმუნოლოგიური და გენეტიკური კვლევები. დაზიანებული ლიმფური კვანძების დროს ხდება რენდგენოლოგიური კვლევები, აგრეთვე ხდება ზურგის ტვინის ანალიზის აღება რომ დადასტურდეს დაზიანებულია თუ არა ნერვული სისტემა. ზემოთაღნიშნული კვლევების მიხედვით ექიმები ადგნენ ლეიკემიის ტიპს და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ იწყება მკურნალობა. ძირითადი მკურნალობის მეთოდია ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და ქირურგია რომელიც შედარებით იშვიათად ამოიყენება. ლიმფლობლასტური ლეიკემიის დროს პრეპარატებს იყენებენ ლეიკემიური უჯრედების გასანადგურებლად და სიმპტომებისგან თავის დასაღწევად, ამას ინდუქციის მეთოდი ეწიდება, შემდეგ იწყება კონსოლიდაციის ეტაპი.

კონსოლიდაციის ეტაპზე პაციენტს მიეწოდება ქიმირითერაპიის პრეპარატები მცირე დოზით, რომელიც დარჩენილი ანომალიური უჯრედებისგან გადგურებაში ეხმარება, ეს ხდება რამდენიმე წლის მანძილზე.

იგივე მკურნალობა მიდის მწვავე მიელოიდური ლეიკემიის შემთხვევაში, განსხვავება იმაშია, რომ პაციენტს პრეპარატები ენიშნებათ დიდი დოზით. მკურნალობის დროს ზოგჯერ თავს იჩენს ინფექციური დაავადებები და სისხლდენები, ენიშნებათ ანტიბიოტიკები და სხავადა სხვაპრეპარატები რომ ალაგდეს თანმდევი გართულებები. თერაპიების დასრულების შემდეგ ისევ აღიდგენს სხეული ძალას.

რა დროს ხდება ძვლის ტვინის ტრანსპლატაცია– როცა პაციენტი საჭიროებს ძვლის ტვინის აღდგენას. ამ დროს შეთავსება ხდება მაღალიდოზის ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის. ქიმიოთერაპიის დამთავრების შემდეგ ხდება ღეროვანი უჯრედების შეყვანა სისხლის გადასხმის პროცესში. ძირითადად გამოიყენება დონორის ღეროვანი უჯრედები, თავად პაციენტის შეიძლება ლეიკემიური იყოს და არ გამოდგეს. გადანერგვა არის რთული პროცესი და ეს უნდა ჩაატაროს გამოცდილმა ჯგუფმა. გადანერგვის შემდეგ იწყება რებულიტაციის პროცესი და პაციენტი გადანერგვიდან სამი თვის განმავლობაში იმყოფება ხშირი კონტროლის ქვეშ.

თურქეთის ამერიკული ჰოსიტალი არის მსოფლიოში N1 კიბოს ცენტრის Texas, MD Anderson Cancer Center ერთადერთი ოფიციალური პარტნიოღი თურქეთში. თურქეთის ამერიკული საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი კარგად არის ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი გენეტიკური პროფილირების, გლობალურად ინტეგრირებული კლინიკური კვლევების, დაავადების რისკების პროფილის განსაზღვრის და მოლეკულურ დონეზე ნარჩენი დაავადებების გამოვლენისა და პერსონალურ მკურნალობაში.

სტამბოლის ამერიკულ კლინიკაში ექიმები ემსახურებიან ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში დაშვებულ ყველა პაციენტს პერსონალური მიდგომით, უახლესი სამედიცინო ცოდნით და უახლესი აპარატურით. ამერიკული ჰოსპიტალის ექიმები არა მხოლოდ მკურნალობენ ჰემატოლოგიურ კიბოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, არამედ ისინი ასევე ინარჩუნებენ კლინიკურ გამოკვლევებს.

ონკო-ემატოლოგიური განყოფილება ზრუნავს კეთილთვისებიანი სისხლის დაავადებებთან ერთად სისხლის სხვადასხვა კიბოს მკურნალობაზეც. ამერიკული ჰოსპიტალია ლიდერია ისეთი ოპერაციების ჩატარებაში როგორებიცაა: ძვლის ტვინის გადანერგვა (ღეროვანი უჯრედების გადანერგვა), რობოტული ქირურგია და სხვა.

You may also like