თურქეთში სამკურნალოდ უფასო კონსულტაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995 597 362 442
პაციენტის კითხვარი
ჩვენს სერვისებში შედის:
-დიაგნოზის გადამოწმება
-მკურნალობის გეგმის შემუშავება
-PCR ტესტის აღება აეროპორტში წარსადგენად
-სამგზავრო ბილეთის დაჯავშნა (სახმელეთო, საჰაერო)
-სასტურმოს დაჯავშნა
-აეროპორტში დახვედრა და ტრანსპორტირება
-თარჯიმნის სერვისი
-მკურნალობა და რეაბილიტაცია
-სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებთან, ფონდებთან და კერძო დაზღვავასთან თანამშრომლობა
-სამშობლოში დაბრუნება და პერიოდული გადამოწმება მკურნალ ექიმთან
თურქეთში მკურნალობა სამი ეტაპისაგან შედგება.
მკურნალობის დაგეგმვა – პირველ ეტაპზე ხდება პაციენტთან გასაუბრება საქართველოში. შემდგომ, გროვდება პაციენტის სამედიცინო ისტორია, მათ შორის: არსებული დიაგნოზი, მკურნალობის ეტაპები, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. რაც იგზავნება თურქეთის ჰოსპიტალში. პროფესორების და მედ პერსონალის მიერ გადამოწმდება არსებული დიანგოზი, რის შემდეგაც პაციენტს ეგზავნება მკურნალობის გეგმა გაწერილი ხარჯებით. ჩვენი კომპანია გაგიწევთ დახმარებას, რათა მაქსიმალურად შეამციროთ საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები სხვადასხვა რესურსის
გამოყენებით. პაციენტს მიეწოდება ზუსტი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდებსა და მკურნალი ექიმის მიღწევებზე. იმ შემთხვევაში თუკი პაციენტს ექნება დამატებითი შეკითხვები თავისი მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებით, მოხდება ონლაინ გასაუბრება მკურნალ ექიმთან. მოგვიანებით, ჩვენი საზღვაგარეთ მკურნალობის ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებს: სასტუმროს დაჯავშნა, აეროპორტიდან ტრანსფერი, კოვიდ ტესტის აღებას.
გამგზავრება – თურქეთში ჩამოსვლისას ჩვენი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი დაგეხმარებათ აეროპორტიდან სასტუმრომდე და კლინიკამდე გადაადგილებაში. თქვენ მოგემსახურებათ ჩვენი თარჯიმანი, რომელიც დაგეხმარებათ ექიმებთან კომუნიკაციაში. ბოლო ეტაპზე, ჩვენ დაგეხმარებით კლინიკიდან გაწერასა და საგადახდო პროცედურებში.
სამშობლოში დაბრუნება – თურქეთში წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი ბრუნდება სამშობლოში. ჩვენ დაგაკვალიანებთ და რეკომენდაციას გავუწევთ ადგილობრივ ექიმებს, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც შეგიძლიათ გააგრძელოთ მკურნალობა საქართველოში, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული ნეგატიური პოსტ-ოპერაციული სიმპტომების განვითარება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს შეეძლება პერიოდული კომუნიკაცია ჰქონდეს თურქეთის მკურნალ ექიმთან.
კლინიკაში პაციენტს თავიდანვე დაესმევა სწორი დიაგნოზი, რაც აგვარიდებს არამიზნობრივ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეფექტური მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენ დაგეხმარებით გაწეული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებაში. ეს შესაძლებელია საზღვარგარეთ მკურნალობის ფონდებით, მაგალითად: სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის სახელმწიფო საქველმოქმედო ფონდი, ფონდი იალქანი, დედების ფონდი.
ასევე ხშირია საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების დაფარვა ისეთი სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა: “სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა”, რეფერალური მომსახურების სამედიცინო პროგრამა და სხვა. სხვადასხვა ფონდები ხშირად აფინანსებენ მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებს, რაც საბოლოოდ საკმაოდ ამცირებს პაციენტის მკურნალობის ხარჯებს.
ასევე მნიშვნელოვანია კერძო დაზღვევის წვლილიც, რაც ხშირად გამოიხატება იმაში, რომ კერძო დაზღვევა ანაზღაურებს თურქეთში ჩატარებულ პროცედურას თანხის იმ ოდენობით, რაც ეს პროცედურა ღირს საქართველოში.
ერთ-ერთი გზა მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად არის თურქეთში სწორი დიაგნოზის და მკურნალობის გეგმის შემუშავების შემდეგ პაციენტის სამშობლოში დაბრუნება, ადგილზე მკურნალობა და შედეგის ისევ მკურნალ ექიმთან გადამომწმება. მაგ: შესაძლებელია, რომ პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი დაესვას თურქეთში და იქ დაიწყოს მისი მკურნალობა, თუმცა ქიმიოთერაპია/სხივური თერაპია გააგრძელოს სამშობლოში. ამ შემთხვევაში, მკურნალობა მაინც ეფექტურია, თუმცა ხარჯები ბევრად შემცირებულია.
არსებული პროგრამების არ ცოდნის და არ გამოყენების შემთხვევაში ხშირად პაციენტი იხდის 30%-70%ით მეტ თანხას. რასაკვირველია საბოლოო თანადაფინანსება დამოკიდებულია არსებულ დაავადებაზე და კონკტრეულ შემთხვევაზე. თუმცა, ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური შემთხვევა.და მოხდეს სწორი კომუნიკაცია ამ პროგრამებთან და ფონდებთან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს თქვენს ფინანსურ ხარჯებს.