ჩვენს შესახებ

რატომ გვირჩევენ ჩვენ? - "ამერიკული ჰოსპიტალი (American Hospital)"

ამერიკული ჰოსპიტალი დაარსდა 1920 წელს და ის ამჟამად წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას არა მარტო თურქეთში არამედ მთელ რეგიონში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკული ჰოსპიტალი არის “Koç” ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, რომელიც ლიდერია თურქეთში სამედიცინო მომსახურეობის სფეროში. შეიძლება ითქვას,რომ სწორედ ამერიკული ჰოსპიტალის კვლევითი ინსიტუტის მიღწევების გამო გაითქვა თურქეთმა სახელი სამედიცინო ტურიზმში.

 

ამერიკული ჰოსპიტალი აღიარებულია წამყვან დაწესებულებად ონკოლოგიისა და კიბოს მკურნალობის სფეროში. გარდა ამისა, კლინიკა ძლიერია ისეთი დარგებში, როგორებიცაა: ორგანოების გადანერგვა, უშვილობა, ქირურგიული და პლასტიკური ოპერაციები. ამერიკულ ჰოსპიტალს მიმართავენ მთელი მსოფლიოდან ისეთი რთული პროცედურებისთვის, როგორებიცაა:

  • ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
  • ძვლის ტვინის გადანერგვა
  • ფილტვის სოკოს მკურნალობა
  • საერთო ჩეკაპი
  • კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევები (CAT/MRT)
  • სარძევე ჯირკვლის კიბო
  • რადიაციული ონკოლოგია (რენტგენოთერაპია- სხივური თერპია)
  • ქიმიოთერაპია
  • ლეიკემია
  • IVF მკურნალობა (ინვიტრო განაყოფიერება)
  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიაა (PET/CT კვლევა).

ამერიკული საავადმყოფო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურებას 33 დეპარტამენტით, 16 სპეციალური განყოფილებითა და 671 ექიმით. ამერიკული კლინიკის სამედიცინო პერსონალი მუდმივად ორიენტირებულია განათლების გაღრმავებასა და განვითარებაზე.

 

*ასევე გთავაზობთ სამედიცინო მომსახურეობას ჩვენ პარტნიორ თურქეთის მემორიალ ჰოსპიტალში.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია თითოეული პაციენტი
უზრუნველვყოთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მათ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას.

9

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვთავაზობთ პაციენტს სერვისს, მიიღოს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურეობა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, სწრაფად და მინიმალური ხარჯებით, ამასთან მოვუგვაროთ მგზავრობასთან და სხვა ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენ უზრუნველვყოფთ მომავალზე ორიენტირებულ, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას რომელიც დაფუძნებულია უახლეს ტექნოლოგიებზე და მკურნალობის მეთოდებზე.

Call Now Buttonდაგვიკავშირდით!
დაგვიკავშირდით!