მთავარი » უცხოეთში მკურნალობის საქველმოქმედო ფონდები

უცხოეთში მკურნალობის საქველმოქმედო ფონდები

by GlobalCare
0 comment
მკურნალობა საზღვარგარეთ.

უცხოეთში მკურნალობის საქველმოქმედო ფონდები: საზღვარგარეთ მკურნალობა საგრძნობლად ზრდის პაციენტის გამოჯანმრთელების შანსს თუმცა ხშირად უცხოეთში მკურნალობის მაღალი ხარისხი დაკავშირებულია გაზრდილ ხაჯებთან რაც პაციენტს კიდევ უფრო ურთულებს უცხოეთში მკურნალობის ჩატარებას.

საბედნიეროდ ქვეყანაში არსებობს ბევრი საქველმოქმედო ფონდი, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამები და სხვა რესურსები რაც მკვეთრად ამცირებს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს.

ხშირად უცხოეთში მკურნალობის მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე პაციენტი ხდება რამდენიმე ფონდის ბენეფიციარი რაც ზრდის სამკურნალო ხარჯების სრულად თანადაფინანსების შანსს. თანადაფინანსების კომბინირებულად მოპოვების პრაქტიკა კიდევ უფრო ზრდის შანსს რომ მკურნალობის მთლიანი ფინანსური რესურესები შეგროვდეს და პაციენტმა შეძლოს საზღვარგარეთ მკურნალობის წარმატებით ჩატარება.

არსებული თანადაფინანსების პროგრამების არ ცოდნის და არ გამოყენების შემთხვევაში ხშირად პაციენტი იხდის 30%-70%ით მეტ თანხას. რასაკვირველია საბოლოო თანადაფინანსება დამოკიდებულია არსებულ დაავადებაზე და კონკტრეულ შემთხვევაზე. თუმცა, ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური შემთხვევა და მოხდეს სწორი კომუნიკაცია ამ პროგრამებთან და ფონდებთან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს თქვენს მიერ გაწეულ მკურნალობის ხარჯებს.

საზღვარგარეთის კლინიკაში პაციენტს თავიდანვე დაესმევა სწორი დიაგნოზი, რაც აგვარიდებს არამიზნობრივ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეფექტური მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენ დაგეხმარებით გაწეული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებაში. ეს შესაძლებელია საზღვარგარეთ მკურნალობის ფონდებით, მაგალითად: სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის სახელმწიფო საქველმოქმედო ფონდი, ფონდი იალქანი, დედების ფონდი.

ასევე ხშირია საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების დაფარვა ისეთი სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა: “სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა”, რეფერალური მომსახურების სამედიცინო პროგრამა და სხვა. სხვადასხვა ფონდები ხშირად აფინანსებენ მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებს, რაც საბოლოოდ საკმაოდ ამცირებს პაციენტის მკურნალობის ხარჯებს.

ასევე მნიშვნელოვანია კერძო დაზღვევის წვლილიც, რაც ხშირად გამოიხატება იმაში, რომ კერძო დაზღვევა ანაზღაურებს თურქეთში ჩატარებულ პროცედურის თანხის იმ ოდენობით, რაც ეს პროცედურა ღირს საქართველოში.

1. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

დიმიტრი ცინცაძის ფონდი (1). უცხოეთში მკურნალობის საქველმოქმედო ფონდები

დიმიტრი ცინცაძის ფონდი

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მოპოვებაში. ფონდი აფინანსებს ისეთ ოპერაციებს რომლებიც საქართველოში არ ტარდება მაგალითად: ძვლის ტვინის გადანერგვა (ღეროვანი უჯრედების გადანერგვა). ფონდი ასევე აფინასნებს დამატებით კვლევებს როგორიცაა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ან სხვა გეგმიური კვლევები.

ხშირად პაციენტს ესაჭიროება სხივური თერაპია (რადიო თერაპია) რაც საქართველოშიც ტარდება თუმცა დასხივების ხარისხის გამო ხშირად პაციენტები ამჯობინებენ რადიოთერაპიაც უცხოეთის კლინიკებში გაიკეთონ. ამ მოტივით ფონდს ხშირად მიმართავენ როგორც ლეიკემიით ასევე სოლიდური სიმსივნის დიაგნოზით.

სიმსივნით მცხოვრებ პაციენტებს ხშირად ჭირდებათ ქიმიოთერაპია რაც მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე ხშირად პრობლემას წარმოადგენს. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ასევე ეხმარება ონკო და ჰემატოპაციენტებს მედიკამენტების შეძენაში როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აღსანისნავია ის ფაქტიც რომ ფონდი ასევე ეხმარება პაციენტებს ქიმიოთერაპიის კურსის დავალიანების ანაზღაურებაშიც.

და ბოლოს ფონდი ასევე მაქსიმალურად ეხმარება პაციენტებს კვლევების, მგზავრობის და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებაში.

2. სოლიდარობის ფონდი (ფონდი სოლიდარობა)

ფონდი სოლიდარობა, სოლიდარობის ფონდი. უცხოეთში მკურნალობის საქველმოქმედო ფონდები. Updated 2021

სოლიდარობის ფონდი

„სოლიდარობის ფონდი“ ეხმარება 22 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და ახალაგაზრდებს. ფონდი აფინანსებს დიაგნოსტირებას და მკურნალობას. იმ შემთხვევაში თუ გსურთ პაციენტი გახდეს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარი საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა 100 და წარმოდგენილი უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის დასკვნა.

3. ფონდი იალქანი

ფონდი იალქანი. Last Updated 2021

ფონდი იალქანი

ფონდი იალქანის მიზანია დაეხმაროს მძიმე დიაგნოზის მქონდე ადამიანებს რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა რომ თავიანთი სახსრებით იმკურნალონ. ფონდი ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან რათა მოხდეს დამატებითი თანადაფინასების მოპოვება.

4. დედების ფონდი

დედების ფონდი. Updated 2021

დედების ფონდი

დედების ფონდი 2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია და ფონდის მიზანია მძიმე სენით დაავადებული ადამიანების დაფინანსება. სხვა ფონდებთან განსხვავებით დედების ფონდი აფინანსებს დაავადების უფრო დიდ არეალს როგორიცაა: ლეიკემია, ლიმფობა (ჰოჯკინის, არაჰოჯკინის), მალენომა და სხვა ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები.

5. სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა.

საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების მისაღებად დაფინანსებისთვის განცხადებით უნდა მიმართოს მერიას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა. მოსარგებლე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ. ფორმა 100 რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

გ. მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იმყოფება საქართველოში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება პირს არ შეუძლია საქართველოში, სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ;

ე. საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება საზღვარგარეთ, მიმწოდებელი დაწესებულებიდან დასკვნა მომსახურების/საჭიროების მიღების აუცილებლობის თაობაზე.

თანხის ანაზღაურება:

საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება მოსარგებლე პირის სამგზავრო ბილეთების წარმოდგენის და ფორმა N1-ის შევსების შემთხვევაში. სამგზავრო ბილეთების წარმოდგენა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როცესაც მოსარგებლე პირი თანხის გადარიცხვის მომენტისათვის სამკურნალოდ იმყოფება საზღვარგარეთ.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში განცხადებით მიმართვამდე 6 თვით ადრე მაინც, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარებისა.

6. კერძო დაზღვევა

ასევე მნიშვნელოვანია კერძო დაზღვევის როლი საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად. ხშირად კერძო დაზღვევა პაციენტს უნაზღაურებს საზღვარგარეთ ჩატარებულ დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯებს იმ თანხის მოცულობით რაც ეს საქართველოში დაჯდებოდა.

7. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები

ხშირად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ბიუჯეტი გამოყოფილი რათა ფინანსურად დაეხმარონ მათ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებს უცხოეთში მკურნალობაში. ესეთი პროგრამები განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით და მათი დეტალების განხილვა უნდა მოხდეს პაციენტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

ერთ-ერთი დამატებითი გზა მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად არის თურქეთში სწორი დიაგნოზის და მკურნალობის გეგმის შემუშავების შემდეგ პაციენტის სამშობლოში დაბრუნება, ადგილზე მკურნალობა და შედეგის ისევ მკურნალ ექიმთან გადამომწმება. მაგ: შესაძლებელია, რომ პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი დაესვას თურქეთში და იქ დაიწყოს მისი მკურნალობა, თუმცა ქიმიოთერაპია/სხივური თერაპია გააგრძელოს სამშობლოში. ამ შემთხვევაში, მკურნალობა მაინც ეფექტურია, თუმცა ხარჯები ბევრად შემცირებულია.

ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური შემთხვევა და მოხდეს სწორი კომუნიკაცია ამ პროგრამებთან და ფონდებთან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს თქვენს მიერ გაწეულ მკურნალობის ხარჯებს.

You may also like