მთავარი » თურქეთის წამყვანი კლინიკები: ამერიკული ჰოსპიტალი, აჯიბადემის კლინიკა, მემორიალის კლინიკა, ანადოლუს ჰოსპიტალი

თურქეთის წამყვანი კლინიკები: ამერიკული ჰოსპიტალი, აჯიბადემის კლინიკა, მემორიალის კლინიკა, ანადოლუს ჰოსპიტალი

by GlobalCare
0 comment
თურქეთის წამყვანი კლინიკები. აჯიბადემის კლინიკა, ამერიკული ჰოსპიტალი თურქეთში. Updated 2021

ეძებთ სპეციალიზირებულ კლინიკას თურქეთში?

სტატიაში განხილულია თურქეთის წამყვანი კლინიკები, მათ შორის ამერიკული ჰოსპიტალი, კლინიკა აჯიბადემი, მემორიალ ჰოსპიტალი და ანადოლუს სამედიცინო ცენტრი. თითოეული მათგანი გთავაზობთ 21-ე საუკუნის სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო ტურიზმი აქტიურად მოქმედებს არსებულ კლინიკებში და ისინი პაციენტებს იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკული ჰოსპიტალი, რომელიც არის პრესტიჟული “Koç” ჯანდაცვის ჯგუფის წევრი. ამერიკული ჰოსპიტალი აღიარებულია წამყვან დაწესებულებად ონკოლოგიისა და კიბოს მკურნალობის სფეროში. სწორედ ამერიკული ჰოსპიტალის კვლევითი ინსიტუტის მიღწევების გამო გაითქვა თურქეთმა სახელი სამედიცინო ტურიზმში. ჰოსპიტალი ძლიერია ისეთი დარგების მკლურნალობაში როგორიცაა: ორგანოების გადანერგვა, უშვილობა და პლასტიკური ოპერაციები.

2021 წლის თურქეთის წამყვანი კლინიკები

2021 წელს თურქეთი შევიდა ლიდერი ქვეყნების TOP-10-ეულში სამედიცინო ტურიზმის ინდექსის მიხედვით: ყოველწლიურად ადგილობრივ საავადმყოფოებს ირჩევს 750 000 უცხოელი პაციენტი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, თურქეთის კლინიკებში მკურნალობა ძალიან პოპულარული გახდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ $ 30 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.

თურქეთის წამყვანი კლინიკები სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მაღალი დონით გამოირჩევიან, რაც წარმოადგენს  თურქეთის წამყვანი კლინიკების მიმართ მოთხოვნის გაზრდის დამატებით ფაქტორს. ექიმებს აქვთ დიდი გამოცდილება დიაგნოსტიკური, თერაპიული და ესთეტიკური პროცედურების ჩატარებაში. Gohealthturkiye.com-ის, გაზეთების Hurriyet-ისა და ISAPS-ის გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ყოველწლიურად თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულდება:

  • 426 000 ტვინის ოპერაცია;
  • 905 000 ზოგადი ქირურგიული პროცედურა;
  • 14 500 გულის სარქვლის ოპერაცია;
  • 719 000 ორთოპედიული პროცედურა;
  • 7 000 ოპერაცია აორტაზე;
  • 15 000 ორგანოს გადანერგვა;
  • 37 500 პროცედურა;
  • 500 000 თმის გადანერგვის პროცედურა;
  • 352 000 პლასტიკური ოპერაცია.

თურქეთში სამედიცინო ცენტრები მოქმედებს ეროვნული აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად და წელიწადში ორჯერ ამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო, რათა კლინიკებმა უზრუნველყონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა. სახელმწიფო ფინანსური დახმარების წყალობით, თურქეთის წამყვანი კლინიკები იყენებენ უახლესი თაობის აღჭურვილობას და მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

2021 წელს თურქეთის წამყვანი კლინიკების რეიტინიგი  UNICLINICS Digest-ის მიერ შედგენილი

ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი კლინიკა მზად არის უცხოელი პაციენტების მისაღებად. ამ კლინიკების ნაწილი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თურქეთის 49 კლინიკამ მიიღო პრესტიჟული საერთაშორისო JCI სერთიფიკატი (კლინიკები ფასდება 1300 პარამეტრის მიხედვით და სერთიფიკატი, თუ ისინი აკმაყოფილებენ მინიმუმ 1100 საკვანძო კრიტერიუმს). განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე ამერიკული კლინიკა – (American Hospital), სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება კიბოს დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და მკურნალობა. კლინიკის ექიმებს დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და საფრანგეთში.

თურქეთის წამყვანი კლინიკები: ამერიკული ჰოსპიტალი – (American Hospital) – “კიბოს დიაგნოსტიკა და  მკურნალობა თურქეთში”

თურქეთის წამყვანი კლინიკები - ამერიკული კლინიკა ჰოსპიტალი თურქეთში სტამბული.

თურქეთის წამყვანი კლინიკები: ამერიკული კლინიკა ჰოსპიტალი თურქეთში სტამბული.

სტამბულის ამერიკული კლინიკა უზრუნველყოფს ეფექტურ და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას 33 განყოფილებით, 16 სპეციალური განყოფილებით და 671 ექიმით. კლინიკა გთავაზობთ თანამედროვე სამედიცინო მიდგომას ეთიკურ და საიმედო გარემოში. გამოცდილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი.

აჯიბადემის კლინიკა – “კიბოს მკურნალობა თურქეთში” / “თურქეთის წამყვანი კლინიკები”

აჯიბადემის კლინიკა თურქეთში. თურქეთის წამყვანი კლინიკები. Updated 2021

აჯიბადემის კლინიკა – “თურქეთის წამყვანი კლინიკები”

აჯიბადემის კლინიკა თურქეთში – (Acıbadem Medical Center), რომლის პირველი საავადმყოფო დაარსდა 1991 წელს, უზრუნველყოფს 22 საავადმყოფოს და 15 ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო მომსახურებას 3500 ექიმით, 4000 ექთნით და დაახლოებით 22 500 თანამშრომლით. Acıbadem, თავისი ტექნოლოგიითა და ინფრასტრუქტურით, გთავაზობთ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებებს. Acıbadem ჯანმრთელობის ჯგუფის ყველა საავადმყოფო არის JCI სერთიფიცირებული ჯანდაცვის სტანდარტები. Acıbadem Healthcare Group უზრუნველყოფს 360 გრადუსიან მომსახურებას ჯანდაცვის ყველა სფეროში საავადმყოფოებსა და ჯანმრთელობის ცენტრებთან, აგრეთვე დამხმარე კომპანიებთან.

მემორიალის კლინიკა – Memorial Şişli Hospital – “კიბოს დიაგნოსტიკა თურქეთში

მემორიალის კლინიკა - თურქეთის წამყვანი კლინიკები

მემორიალის კლინიკა – (Memorial Şişli Hospital) – “თურქეთის წამყვანი კლინიკები”

მემორიალის კლინიკა თურქეთში (Memorial Health Group) ოპერირებს კლინიკებს როგორც თურქეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაშიც. მემორიალის კლინიკა თურქეთში აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და მსოფლიოშო ცნობილი წამყვანი ექიმებით. მემორიალის ცენტრი იყო პირველი კლინიკა თურქეთში, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია გაერთიანებული კომისიის – Joint Commission International-ის (JCI) მიერ. მემორიალ ჰოსპიტალი გთავაზობთ შემდეგ ცენტრებს:

• ორგანოთა გადანერგვის ცენტრი
• IVF ცენტრი
• გენეტიკის ცენტრი
• ინსულტის ცენტრი
• მკერდის ჯანმრთელობისა და დაავადებების ცენტრი
• ონკოლოგიის ცენტრი
• ვინჩი რობოტული ქირურგიის ცენტრი
• ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ანადოლუს ჰოსპიტალი – Anadolu Hospital – “კიბოს გამოკვლევები თურქეთში

ანადოლუ ჰოსპიტალი - Anadolu Hospital

ანადოლუ ჰოსპიტალი – Anadolu Hospital

ანადოლუს ჰოსპიტალი თავდაპირველად დაფუძნდა, როგორც სპეციალიზირებული კიბოს ცენტრი და შემდგომ იქცა მულტიდისციპლინარულ კლინიკად. ანადოლუს კლინიკა ამჟამად აერთიანებს 57 სხვადასხვა დეპარტამენტს. Anadolu– ს მიმართ ნდობას აგრეთვე იწვევს მისი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის მედიცინის, ტექნოლოგიისა და ინოვაციების ცენტრთან – Johns Hopkins Medicine. შესაბამისად, ანადოლუს სამედიცინო ცენტრი საშუალებას გაძლევთ იმკურნალოთ ამერიკის შესაბამისი სტანდარტებით. Anadolu Medical Center ფლობს ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოება ESMO-ს და ISO-ს სერტიფიკატებს.

გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა თქვენი დიაგნოზისა და სამედიცინო ისტორიის აღწერით. ჩვენ ვიღებთ ურთულეს შემთხვევებს, ვიპოვით საუკეთესო კლინიკებსა და სპეციალისტებს, ვიზრუნებთ ყველაფერზე მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგაც, დაგეხმარებით დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და თარჯიმნის მომსახურებით.

პაციენტის კითხვარი: 

თურქეთში მკურნალობა სამი ეტაპისაგან შედგება.

მკურნალობის დაგეგმვა – პირველ ეტაპზე ხდება პაციენტთან გასაუბრება საქართველოში. შემდგომ, გროვდება პაციენტის სამედიცინო ისტორია, მათ შორის: არსებული დიაგნოზი, მკურნალობის ეტაპები, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. რაც იგზავნება თურქეთის ჰოსპიტალში. პროფესორების და მედ პერსონალის მიერ გადამოწმდება არსებული დიანგოზი, რის შემდეგაც პაციენტს ეგზავნება მკურნალობის გეგმა გაწერილი ხარჯებით. ჩვენი კომპანია გაგიწევთ დახმარებას, რათა მაქსიმალურად შეამციროთ საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები სხვადასხვა რესურსის
გამოყენებით. პაციენტს მიეწოდება ზუსტი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდებსა და მკურნალი ექიმის მიღწევებზე. იმ შემთხვევაში თუკი პაციენტს ექნება დამატებითი შეკითხვები თავისი მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებით, მოხდება ონლაინ გასაუბრება მკურნალ ექიმთან. მოგვიანებით, ჩვენი საზღვაგარეთ მკურნალობის ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებს: სასტუმროს დაჯავშნა, აეროპორტიდან ტრანსფერი, კოვიდ ტესტის აღებას.

გამგზავრება – თურქეთში ჩამოსვლისას ჩვენი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი დაგეხმარებათ აეროპორტიდან სასტუმრომდე და კლინიკამდე გადაადგილებაში. თქვენ მოგემსახურებათ ჩვენი თარჯიმანი, რომელიც დაგეხმარებათ ექიმებთან კომუნიკაციაში. ბოლო ეტაპზე, ჩვენ დაგეხმარებით კლინიკიდან გაწერასა და საგადახდო პროცედურებში.

სამშობლოში დაბრუნება – თურქეთში წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი ბრუნდება სამშობლოში. ჩვენ დაგაკვალიანებთ და რეკომენდაციას გავუწევთ ადგილობრივ ექიმებს, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც შეგიძლიათ გააგრძელოთ მკურნალობა საქართველოში, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული ნეგატიური პოსტ-ოპერაციული სიმპტომების განვითარება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს შეეძლება პერიოდული კომუნიკაცია ჰქონდეს თურქეთის მკურნალ ექიმთან.

კლინიკაში პაციენტს თავიდანვე დაესმევა სწორი დიაგნოზი, რაც აგვარიდებს არამიზნობრივ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეფექტური მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენ დაგეხმარებით გაწეული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებაში. ეს შესაძლებელია საზღვარგარეთ მკურნალობის ფონდებით, მაგალითად: სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის სახელმწიფო საქველმოქმედო ფონდი, ფონდი იალქანი, დედების ფონდი.

ასევე ხშირია საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების დაფარვა ისეთი სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა: “სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა”, რეფერალური მომსახურების სამედიცინო პროგრამა და სხვა. სხვადასხვა ფონდები ხშირად აფინანსებენ მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებს, რაც საბოლოოდ საკმაოდ ამცირებს პაციენტის მკურნალობის ხარჯებს.

ასევე მნიშვნელოვანია კერძო დაზღვევის წვლილიც, რაც ხშირად გამოიხატება იმაში, რომ კერძო დაზღვევა ანაზღაურებს თურქეთში ჩატარებულ პროცედურას თანხის იმ ოდენობით, რაც ეს პროცედურა ღირს საქართველოში.

ერთ-ერთი გზა მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად არის თურქეთში სწორი დიაგნოზის და მკურნალობის გეგმის შემუშავების შემდეგ პაციენტის სამშობლოში დაბრუნება, ადგილზე მკურნალობა და შედეგის ისევ მკურნალ ექიმთან გადამომწმება. მაგ: შესაძლებელია, რომ პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი დაესვას თურქეთში და იქ დაიწყოს მისი მკურნალობა, თუმცა ქიმიოთერაპია/სხივური თერაპია გააგრძელოს სამშობლოში. ამ შემთხვევაში, მკურნალობა მაინც ეფექტურია, თუმცა ხარჯები ბევრად შემცირებულია.

არსებული პროგრამების არ ცოდნის და არ გამოყენების შემთხვევაში ხშირად პაციენტი იხდის 30%-70%ით მეტ თანხას. რასაკვირველია საბოლოო თანადაფინანსება დამოკიდებულია არსებულ დაავადებაზე და კონკტრეულ შემთხვევაზე. თუმცა, ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური შემთხვევა.და მოხდეს სწორი კომუნიკაცია ამ პროგრამებთან და ფონდებთან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს თქვენს ფინანსურ ხარჯებს.

ჩვენს სერვისებში შედის:

-დიაგნოზის გადამოწმება
-მკურნალობის გეგმის შემუშავება
-PCR ტესტის აღება აეროპორტში წარსადგენად
-სამგზავრო ბილეთის დაჯავშნა (სახმელეთო, საჰაერო)
-სასტურმოს დაჯავშნა
-აეროპორტში დახვედრა და ტრანსპორტირება
-თარჯიმნის სერვისი

-მკურნალობა და რეაბილიტაცია
-სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებთან, ფონდებთან და კერძო დაზღვავასთან თანამშრომლობა
-სამშობლოში დაბრუნება და პერიოდული გადამოწმება მკურნალ ექიმთან

 

კლინიკა აჯიბადენი,აჯიბადემის კლინიკა თურქეთში,აჯიბადენის კლინიკა,[აჯიბადენის კლინიკა],[კლინიკა აჯიბადენი],[აჯიბადენი],აჯიბადენი,[ajibadem], კიბოს მკურნალობა თურქეთში, კიბოს დიაგნოსტიკა თურქეთში, კიბოს მკურნალობა სტამბულში თურქეთში.

You may also like