მთავარი » ამერიკული კლინიკა – (კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთში)

ამერიკული კლინიკა – (კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთში)

by GlobalCare
0 comment
ამერიკული კლინიკა სტამბულში თურქეთი. Updated 2021

სტამბოლის ამერიკული კლინიკა არის მულტიდისციპლინარული საავადმყოფო, რომელიც მუშაობს მხოლოდ ამერიკული სტანდარტების შესაბამისად. საავადმყოფო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით რენტგენოლოგიური კვლევისთვის. ასევე, აქ გამოიყენება ციფრული ნეიროანგიოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, წარმატებით მკურნალობენ ხვრინვას, ჰიპერზომნიას და უძილობას.

ამერიკული კლინიკა ჰოსპიტალი თურქეთში სტამბული.

ამერიკული კლინიკა ჰოსპიტალი თურქეთში სტამბული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გულსისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტში ტარდება აბსოლუტურად ნებისმიერი სირთულის ოპერაცია, მათ შორის გულის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაცია და შემოვლითი ოპერაცია. ასევე, ოპერაციის შემდგომი მოვლა სრულად შეესაბამება ამერიკულ სტანდარტებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია პირველი სამედიცინო სკოლა, სადაც წლების განმავლობაში მუშავდება და უმჯობესდება სპეციალიზებული სასწავლო კურსები ექთნების პაციენტებზე ზრუნვის სფეროში.

სტამბოლის ამერიკულ საავადმყოფოს აქვს 33 სპეციალიზებული განყოფილება, დაახლოებით 16 კერძო განყოფილება და მუშაობს 800 მაღალკვალიფიციური ექიმი. გარდა ამისა, დამატებითი 1000 დამხმარე პერსონალი რეგულარულად მორიგეობს კლინიკის პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად. ცენტრი ყოველწლიურად ემსახურება 150 000-ზე მეტ პაციენტს.

მკურნალობის თავისებურებები ამერიკული კლინიკაში

კიბოს მკურნალობა: ამერიკის საავადმყოფოს ონკოლოგიის ცენტრში მსოფლიო კლასის მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ სამედიცინო და სხივური ონკოლოგიის დარგებში, კერძოდ აქ ხდება: პროსტატისა და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობა, ხახისა და ლიმფური სიმსივნეების მკურნალობა, ასევე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მიკროსკოპული სიმსივნეების მოცილება; ტკივილის აღმოფხვრა და შერბილება.

კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა სტამბული თურქეთი. ამერიკული კლინიკა თურქეთში

კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა სტამბული, თურქეთი.

ამერიკული კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრისა და ენდოკრინოლოგიის განყოფილებაში ექიმები იყენებენ კანადელი და ამერიკელი მეცნიერების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. კლინიკის სამედიცინო პერსონალი პერიოდულად აუცილებელი წესით გადის სპეციალურ ტრენინგებს საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ლაზერული მხედველობის კორექციის ქირურგიულ განყოფილებაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ასტიგმატიზმი, მიოპია და ჰიპერპოპია, ექიმები იყენებენ უმაღლესი ხარისხის და დადასტურებულ მეთოდებს LASEK, PRK და “ინდივიდუალური LASIK“-ს.

ამერიკული კლინიკის კარდიოლოგიის ცენტრი ერთ-ერთი პირველია, რომელიც მდებარეობს თურქეთის კერძო სამედიცინო დაწესებულებაში. დიაგნოზზე ორიენტირებული კონტროლი აქ ტარდება ეფექტური ექოკარდიოგრაფიული ტექნიკის, აგრეთვე ელექტროკარდიოგრამისა და ელექტროკარდიოფიზიკური ტექნიკის გამოყენებით. გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება ბირთვული კარდიოლოგიისა და ჰოლტერის ტექნოლოგიის მეთოდები.

ამერიკული ჰოსპიტალი პირველი საავადმყოფოა თურქეთის მასშტაბით, რომელმაც ერთდროულად მიიღო შემდეგი სერტიფიკატები – ISO 9001: ხარისხის სერთიფიკატი, ISO 14001: გარემოს მართვის სისტემა და IS0 27001: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სერთიფიკატები.

  • Joint Commission International 2002, 2005, 2009, 2012, 2015, July 2018
  • ISO 9001:2015 Quality Management System April 2018
  • ISO 14001:2015 Environmental Management System May 2018 (American Hospital is the “first” organization to receive the certificate among all public and private hospitals in Turkey.)
  • ISO 27001 Information Security Management System May 2018
  • Echocardiography Laboratory Accreditation by the European Association of Echocardiography (EAE) 2015
  • Global Mobility Certificate by United Healthcare Global 2018

მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებით

თურქეთის ამერიკულ საავადმყოფოში ფუნქციონირებს პაციენტის გამოცდილების ოფისი, რაც უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის მოსაზრების და გამოხმაურების განხილვასა და ანალიზს, რათა მუდმივად გაუმჯობესდეს ჯანდაცვის ხარისხი ამერიკულ კლინიკაში.

”პაციენტის გამოცდილება” განისაზღვრება პაციენტების მიღებიდან დაწყებული, მკურნალობის პროცესით და გამოჯანმრთელებით დასრულებული.

პაციენტის გამოცდილების ოფისის 2019 წლის მონაცემებით, პაციენტთა გამოცდილების ინდექსი არის 96.01%. არსებული რიცხვი ასახავს პაციენტების ამერიკული კლინიკით კმაყოფილების დონეს. აღსანიშნავია რომ პაციენტთა გამოცდილების ინდექსი ყველაზე მაღალი სწორედ ამერიკულ ჰოსპიტალშია თურქეთის მასშტაბით.

ამ სერვისის უმთავრესი მიზანია აამაღლოს ამერიკული კლინიკის მომსახურების ხარისხი და არა პაციენტების რაოდენობა. არსებული კვლევის ფარგლებში ამერიკული კლინიკის პაციენტები გამოკითხული იყვნენ ჰოსპიტალში მიღებული შემდეგი სერვისების შესახებ: პაციენტის ინფორმირებულობა, მკურნალობა, კვება, ემოციური მხარდაჭერა, ფინანსური ოპერაციები, ინტეგრირებული მკურნალობა, სისუფთავე.

ამერიკულის კლინიკის მიზანია ამ ინდექსის მუდმივად გაზრდა და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება, რაც ასოცირდება პაციენტის სრულ კმაყოფილებასთან.

ამერიკული კლინიკის სერვისებში შედის:

  • მეორადი მოსაზრება
  • საჭირო კვლევების ჩამონათვალი
  • მკურნალობის გეგმა (MSO)
  • განსაკუთრებული კვების რაციონი
  • PCR ტესტის აღება აეროპორტში წარსადგენად
  • სამგზავრო ბილეთის დაჯავშნა (სახმელეთო, საჰაერო)
  • სასტურმოს დაჯავშნა
  • აეროპორტში დახვედრა
  • კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა
  • თარჯიმნის სერვისი
  • სახელმწიფო და კერძო დაზღვავასთან თანამშრომლობა
  • პროცედურებისა და ოპერაციების დაგეგმვა
  • რეაბილიტაცია
  • პერიოდული გადამოწმება მკურნალ ექიმთან

ამერიკული კლინიკის ადგილმდებარეობა

სტამბოლის ამერიკული კლინიკა მდებარეობს დედაქალაქის გულში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან 23 კილომეტრის დაშორებით და დაახლოებით 11000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. კლინიკის ტერიტორიაზე განთავსებულია 128 სათვალთვალო კამერა, 24 ლიფტი, აგრეთვე 3 ესკალატორი პაციენტების კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით.

You may also like

Call Now Buttonდაგვიკავშირდით!
დაგვიკავშირდით!